Sunday, September 6, 2015

ფოტო მასალა




















ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


პედაგოგები:
მარიამ კაპანაძე (ინგლისური ენა)
ნინო მიმინოშვილი (მათემატიკა)
სკოლა:
ქ. ქუთაისის N35 საჯარო სკოლა
კლასი:
მე-11
საგნები:
·         ინგლისური ენა
·         მათემატიკა
თემა:
„მათემატიკური მუდმივა პი“ (პის დაბადების დღე)
გაკვეთილის მიზანი:
·         π  რიცხვის აუცილებლობა და მისი გამოყენება მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში
·         π რიცხვის ყოველდღიურ ცხოვრებაში
·         π რიცხვის გაცნობა სხვა რაკურსით
სტანდარტთნ შესაბამისობა (ესგ)
ინგლისური ენა:
უცხ.ს.VII.13- მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
უცხ.ს.VII.14- მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია), აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

მათემატიკა:
მათ.XI.1- ახდენს ირაციონალური რიცხვის რაციონალური რიცხვებით მიმდევრობის დემონსტრირებას პრაქტიკულ ამოცანებთან დაკავშირებული გამოთვლების კონტექსში π რიცხვის მაგალითზე.
მათ.XI.5- იყენებს ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს და მათ თვისებებს (პერიოდულობა) რეალური პროცედურების მოდელირებისას.
წინარე ცოდნა:
მოსწავლეები იცნობენ პი რიცხვს, იყენებენ მას საგაკვეთილო პროცესში (მათემატიკურ ამოცანებში), მათმა იციან პი რიცხვის ისტორია, მათმა მოიძიეს ინფორმაცია პი რიცხვის ახლებურად დასანახად.
ინტეგრირებული უნარ-ჩვევები:
გაკვეთილზე მოხდა ისტ-ის ინტეგრირება, მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა ინტერნეტის საშუალოებით, მათმა ჩაატარეს პრაქტიკული კვლევა დაბალ კლასებში სახელწოდებით „აღმოვაჩინოთ პი“
სწავლების სტრატეგიები:
·         კოგნიტური სტრატეგია
·         რესურსებზე დაფუძნებული სტრატეგია
სასწავლო მასალა და ტექ. რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, შესაბამისი სლაიდ შოუთი, საზომი სანტიმეტრი, გამოსათვლელი მანქანა, 3 მრგვალი საოჯახო ნივთი, კალამი, ფურცელი, ტორტი, სანთლები, ვიდეო, პი რიცხვის დეკორაციისთვის ფერადი ფურცლები და ბუშტები (გრილიანდები).
ვებ-გვერდი / ბლოგი:

გაკვეთილის სცენარი
A ფაზა
N
აქტივობა
მეთოდი
დრო
1
გაკვეთილი დაიწყო ზუსტად პი რიცხვის დაბადების დღეს 14 მარტს 1:59-ზე (პი = 3.14159...)
პროვოცირება
1 წთ.
2
პედაგოგები უსვამს კითხვებს მოსწავლეებს:
·         რა არის პი?
·         როგორ გამოითვლება?
·         რა და რა პერიოდი იცით პი რიცხვის?
·         რა მნიშვნელობა აქვს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
·         რა მნიშვნელობა აქვს მას მუსიკაში?
·         არის თუ არა ჰარმონიული
და ა.შ.
მაპროვოცირებელი კითხვები
6 წთ.
B ფაზა
N
აქტივობა
მეთოდი
დრო
1
მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს- „The history of Pi („პი რიცხვის ისტორია“)
პრეზენტაცია
5 წთ.
2
მოსწავლეები საუბრობენ პი რიცხვის გეომეტრიულ არსზე
პრეზენტაცია
4 წთ.
3
მოსწავლეები აუდიტორიას წარუდგენენ პი რიცხვის მნიშვნელობას ყოველდღიურობაში
პრეზენტაცია
3 წთ.
4
მოსწავლეები საუბრობენ პი რიცხვის კლასიკურ პერიოდზე
პრეზენტაცია
3 წთ.
5
ისინი წარადგენენ პი რიცხვის კომპიუტერულ პერიოდს
პრეზენტაცია
3 წთ.
6
მოსწავლეები საუბრობენ პი რიცხვის სასწაულებრივ ჰარმონიულ ბგერებზე, რომელსაც ის მუსიკაში წარმოქმნის. (“Song from Pi”)
პრეზენტაცია
3 წთ.
7
მოსწავლეები წარადგენენ საინტერესო ფაქტებს პი რიცხვის შესახებ-(“Do you know…”)
პრეზენტაცია
ინტერაქტიური კითხვები
4 წთ.
C ფაზა
N
აქტივობა
მეთოდი
დრო
1
გაკვეთილის შეჯამება, პი რიცხვის პრაქტიკულად გამოთვლა დამსწრე აუდიტორიიდან ამორჩეული კანდიდატებით

პრაქტიკული სამუშაო „ვიპოვოთ პი“


13 წთ.
2
პი რიცხვის დაბადების დღის აღნიშვნა (ტორტი პი რიცხვით და სანთლებით)


გაკვეთილის რეფლექსია:
ამ გაკვეთილზე განვიხილეთ და გავიცანით მათემატიკური მუდმივა პი სხვა კუთხით, კერძოდ, თუ რაში შეიძლება გამოვიყენთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად აუცილებელია მისი ცოდნა. განვიხილეთ მისი რამოდენიმე პერიოდი, განვიხილეთ სუფთა მათემატიკური კუთხითაც, ასევე მოსწავლეებმა აღმოაჩინეს პი რიცხვის მრავალი „ხასითი“, კერძოდ, რომ პი რიცხვის ციფრები ჟღერენ ჰარმონიულად, კერძოდ პი რიცხვის ციფრების რიგის სრული დაცვით არის შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია. მოსწავლეეებმა წარმოადგინეს პი რიცხვი არქიტექტურაშიც, კერძოდ თუ რა მონუმენტი ან ქანდაკება არის შექმნილი პი რიცხვზე; ასევე აღმოაჩინეს პი რიცხვი პოეზიაშიც, აღმოჩნდა, რომ მრავალი ლექსი არის მიძღვნილი პი რიცხვზე. მოსწავლეებმა თავად შეითვისეს მასწავლებლის როლი და ფუნქცია და ჩაატარეს პრაქტიკული აქტივობა მე-7 კლასში სახელწოდებით „აღმოვაჩინოთ პი“. გაკვეთილის შედეგი მიზანთან ადეკვატურია.

შეფასება
1.      გასაგებად და თანმიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციას.
0 – 2 ქ.
2.      იყენებს ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს საუბრისას და იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით.
0 – 2 ქ.
3.      გადმოაქვს ნასწავლი მასალა ყოველდღიურ სიმულაციურ სიტუაციებში. (ცოდნის ტრანსფერი)
0 – 2 ქ.
4.      პრაქტიკულ მუშაობაში აქტიურად არის ჩაბმული.
0 – 2 ქ.
5.      იცნობს და იყენებს მათემატიკურ ცნებებს და ტერმინებს.
0 – 2 ქ.
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 10 ქულა